გუშინ იდლიბში მომხდარ ტრაგედიას მსოფლიო გამოეხმაურა

გუშინ იდლიბში მომხდარ ტრაგედიას მსოფლიო გამოეხმაურა

706154
გუშინ იდლიბში მომხდარ ტრაგედიას  მსოფლიო გამოეხმაურა

გუშინ, სირიის ქალაქ იდლიბში, ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო საზოგადოება გამოეხმაურა. გაერომ, იდლიბში განხორციელებული თავდასხმა ომის დანაშაულის ბრალდებად შეაფასა და მისი  განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, დღეს გაერო ამ საკითხის განსახილველად  საგანგებო სხდომას გამართავს. აშშ-მ, ინგლისმა და საფრანგეთმა იდლიბის თავდასხმა დაგმო რა,  ფაქტის გამოკვლევის და დამნაშავეების დასჯის მიზნით ერთობლივი დეკლარაცია მოამზადეს. გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ მისმა ორგანიზაციამ ფაქტების მოპოვება უკვე დაიწყო. იგი ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ინიციატივითაც გამოვიდა და დასძინა, რომ აღნიშნული იარაღი, მსოფლიო მშვიდობას სერიოზულ ზიანს აყენებს. გუშინდელი ფაქტის შემდეგ გაეროში სირიის წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. მისტურამ განაცხადა, რომ მათი ვარაუდით თავდასხმა ჰაერიდან განხორციელდა. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად არასაკმარისი მტკიცებულებისა, თავდასხმის უკან  მისი აზრით ასადი დგას. მოგერინიმ კი გუშინდელი ფაქტი საზარელი უწოდა და დასძინა, რომ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. გუშინ სირიის ქალაქ იდლიბში  ქიმიური იარაღით  თავდასხმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ინგლისის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ ამ ფაქტის დამტიკცების შემთხვევაში ეს ჩაითვლება სირიის რეჟიმის მორიგ ბარბაროსობად. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, ისინი დამნაშავეების დასასჯელად საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურად ითანამშრომლებენ. ამ ფაქტს ასევე გერმანიის და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მომხდარი მკაცრად დაგმეს. გუშინდელი ფაქტი აშშ-მაც დაგმო რა, დონალდ ტრამპმა  სირიაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ობამას მმართველობის სისუსტეს დაუკავშირა. იდლიბის ფაქტს არაბთა ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაც გამოეხმაურა რა,  მომხდარი დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას დამნაშავეების დასჯის მიზნით ეფექტური მოქმედებებისკენ მოუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები