ლიდერებმა შეხვედრა ვახშმის ფორმატში გამართეს

ლიდერებმა შეხვედრა ვახშმის ფორმატში გამართეს

704303
ლიდერებმა შეხვედრა ვახშმის ფორმატში გამართეს

კვიპროსის საკითხის მოსაგვარებლად წარმოებული მოლაპარაკებები გრძელდება. სწორედ მის ფარგლებში ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ და ბერძნული მხარის ლიდერმა ნიკას ანასტასიადისიმ 16 თებერვლის შემდეგ პირველად ვახშამზე გამართეს შეხვედრა. შეხვედრა, გაეროს გენერალური მდივნის კვიპროსის სპეციალური წარმომადგენლის  ესპან ბართ ეიდეს მასპინძლობით ნეიტრალურ ზონაში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეები საკითხის მოგვარებისათვის მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც გაერომ საკითხთან დაკავშრებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  მიუხედავად მრავალი პრობლემისა მაინც კონსტრუქციული შეხვედრა გამართეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ ლიდერები მხარეების საკითხების გათვალისწინებით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ბერძნული მხარის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის 10 თებერვალს კვიპროსის საბერძნეთთან შეერთების პროექტის, ენოსისის სახელმწიფო სკოლებში აღნიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ენოსისი ბერძნულმა მხარემ 1950 წელს მიიღო და იგი კვიპროსის საბერძნეთთან შეერთებას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მხარისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც მუსტაფა აქინჯიმ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა და ბერძნული მხარისგან აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ამ ფაქტის შემდეგ კვიპროსის საკითხის მოგვარება 16 თებერვალს შეჩერდა.

 



მსგავსი ინფორმაციები