ესადმა კვლავ სამოქალაქოები დაბომბა

დაიღუპა 12 ადამიანი

704703
ესადმა კვლავ სამოქალაქოები დაბომბა

სირიიდან მიღებული ცნობებით, რეჟიმის ბომბდამშენებმა დედაქალაქ დამასკოში ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფი აღმოსავლეთ გუტას და ქაბუნის უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც 12 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა. შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 23-31 მარტს შორის გამართული სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ოპოზიციურ და რეჟიმის ძალებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის ფარგლებში ხსენებული რეგიონები არ უნდა დაბომბილიყო, მაგრამ, მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ესადის თვითმფრინავები მაინც ბომბავენ გუტას და ქაბუნის უბნებს   



მსგავსი ინფორმაციები