კვიპროსის მოლაპარაკებები განახლდება!?

ლიდერების პირველი შეხვედრა 2 აპრილს მოხდება

699979
კვიპროსის მოლაპარაკებები განახლდება!?

კუნძულ კვიპროსის პრობლემის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების ახლიდან განახლებისათვის ინიციატივები გრძელდება.

როგორც განაცხადა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კვიპროსში ესპენ ბარტ ეიდემ, მისი მასპინძლობით ჩრდილო და სამხრეთ კვიპროსის ლიდერები 2 აპრილს ვახშამზე შეხვდებიან.

ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ბერძნულმა მხარემ ენოსისის, ე.ი. საბერძნეთთან შეერთების დადგენილების სკოლებში ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშვნის დადგენილება მიიღო და მის გამო თურქულმა მხარემ 16 თებერვალს მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვა.  

მაგრამ, ამ დღეებში სამხრეთ კვიპროსის პარლამენტმა ხსენებული დადგენილების გაუქმების მიზნით შემხვედრი ნაბიჯი გადადგა, რასაც დადებითად გამოეხმაურა გაეროც და კუნძულის თურქული მხარეც რა, კვირის შეხვედრაც სწორედ მის ფარგლებში მოხდება  



მსგავსი ინფორმაციები