დეაში სამოქალაქოების სიკვდილით დასჯას აგრძელებს

დაუმორჩილებლობის გამო 20 ადამიანი მოკლეს

698086
დეაში სამოქალაქოების სიკვდილით დასჯას აგრძელებს

ტერ ორგანიზაცია დეაშმა ერაყში, დაუმორჩილებლობის გამო 20 ადამიანი მოკლა.  ნინევეს პროვინციის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საბჭოს პრეზიდენტის, გაზვან ჰამიდ ედ-დაუდის განცხადებით, დეაშის ტერორისტებმა მოსულის დასავლეთით ელ-მათაჰის უბანში დაუმორჩილებლობის გამო 20 ადამიანი მოკლეს. მოკლულებს შორის უმეტესობა მამაკაცები არიან.  ედ-დაუდის თქმით დეაშელების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოსახლეობის აიძულებენ, რომ საკუთარი სახლკარი მიატოვონ, რასაც მოსახლეობა არ ემორჩილება. მისივე თქმით ის ქალები, რომლებიც ტერორისტების ბრძანებებს არ ემორჩილებიან, ძვირფასეულობას ართმევენ.



მსგავსი ინფორმაციები