მისტურამ ჟენევის შეკრება გაეროს უშ-ში შეაფასა
“იგი “მოულოდნელ“ წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს“
ჟენევაში წინა კვირას დასრულებული სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-4 ტურის შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან დე მისტურამ უშიშროების საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაციები მისცათ და თქვა, რომ ჟენევის 9 დღიანი შეხვედრების დროს მართალია რაიმე “საოცრება“ არ მომხდარა, მაგრამ, არც რომელიმე მხარეს არ დაუტოვებია მოლაპარაკებების მაგიდა, პირიქით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს პირისპირაც კი შეხვდნენ და ამიტომ, იგი “მოულოდნელ“ წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს.
მისივე თქმით, მომდევნო, ე.ი. მე-5 ტურს 23 მარტს დაიწყებენ და ძირითად ყურადღებას სირიის მომავალი მართვის, საკონსტიტუციო პერიოდის, არჩევნების და ანტიტერორისტული ბრძოლის საკითხებს დაუთმობენ, თუმცა მისივე თქმით ამ ტურში მხარეებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ გაიმართება.
მანვე დადებითი შეფასება მისცა ანტალიაში ჩატარებულ თურქეთის, რუსეთის და აშშ-ს შეიარაღებული ძალების უფროსების შეკრებას და თქვა, რომ ეს სამიტი ხელს შეუწყობს სირიაში ანტიტერორისტული ბრძოლის გაფართოებას.
“ასტანაში მომავალ დღეებში ტექნიკური შეხვედრები გაიმართება და მე მასში მონაწილეობას არ მივიღებ“, განაცხადა მისტურამ