მოსკოვის თქმით ქურთი ტერორისტები მენბიჩს დასტოვებენ

ისინი ამ არაბულ ქალაქს ესადის რეჟიმს გადასცემენ

684207
მოსკოვის თქმით ქურთი ტერორისტები მენბიჩს დასტოვებენ

როგორც განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის გენერალური შტაბის  მთავარი ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა სერგეი რუცკოიმ, ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია PYD / PKK-ა, მათ კონტროლ ქვეშ მყოფი ქალაქი მენბიჩის  და მისი მიდამოების სირიის არმიის კონტროლისათვის გადაცემას აპირებს და ამის შესახებ შეთანხმება უკვე მიღებულია.

მისივე თქმით ესადის რეჟიმი ხსენებულ ტერიტორიებზე დღეიდან დაიწყებს სახელმწიფო ქმედებებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა განაცხადა:  „სირიაში ჯერ იყო და ტერ ორგანიზაცია დეაშმა, ახლა კი პკკ-ს სირიის ფრთა PYD/YPG-მ მათ კონტროლს ქვეშ მყოფი გარკვეული ტერიტორიები რეჟიმის ძალებს გადასცეს, რაც ჩვენში სერიოზულ ეჭვს იწვევს იმისას, რომ ეს ტერ ორგანიზაციები და ესადის რეჟიმი ერთობლივად მოქმედებენ.“  

ფიქრი იშიქმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობისგან მენბიჩთან დაკავშირებით დადებული სიტყვის შესრულებას ითხოვენ. აშშ-ს პირობა კი ის იყო რომ აღნიშნული ტეროტორიებიდან  პკკ-ს სირიის ფრთა PYD/YPG უნდა გაეყვანა.



მსგავსი ინფორმაციები