ირანელ დეპუტატებს ახალი დედაქალაქი უნდათ

ამის შესახებ პარლამენტს 2013 წელს კანონ პროექტიც მიუღია

683486
ირანელ დეპუტატებს ახალი დედაქალაქი უნდათ

თეირანიდან მიღებული ცნობებით, ირანის 73-მა პარლამენტარმა ოფიციალური წერილით მიმართა ქვეყნის უმაღლეს რელიგიურ პირ აიათულლაჰ ალი ჰამანეის და მას დახმარება მოსთხოვეს ქვეყნის დედაქალაქის სხვა ქალაქში გადატანის შემცველი პროექტის განხორციელებაში.

როგორც განუცხადა ირანის პარლამენტის საინფორმაციო სააგენტოსათვის გავრცელებულ განცხადებაში დეპუტატმა ებულფაზ ებუთურაბიმ,  თეირანის მოსახლეობის გადაჭარბებული სიმრავლის, ჰაერის დაბინძურების, საგზაო საცობების სიხშირის,  მიწისძვრის რისკის და სხვა უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინეს დედაქალაქის თეირანიდან სხვა ქალაქში გადატანის პროექტი, რომელიც მიღებულ იქნა და ახლა ამ პროექტის ცხოვრებაში გატარებას ითხოვენ.

“იანვრის თვეში თეირანის ყველაზე ფეშენებელურ სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენამ დაადასტურა, თუ რა რიგ საშიშ დონეს მიაღწია თეირანში ურბანიზაციამ და ჰამენეისადმი გაგზავნილ წერილში ამაზეც ვამახვილებთ ყურადღებას“, განაცხადა ებუთურაბიმ.

მისივე თქმით, პარლამენტის მხრიდან ხსენებული პროექტის ჯერ კიდევ 2013 წელში მიღების მიუხედავად პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამ პროექტის ცხოვრებაში გატარების ნებართვას არ იძლევა



მსგავსი ინფორმაციები