მოსულში ოპერაციებმა დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა

ლიკვიდირებულია DEAŞ-ის წევრი 151 ტერორისტი

682204
მოსულში ოპერაციებმა დასავლეთ ნაწილში გადაინაცვლა

როგორც განაცხადა ერაყის ქალაქ მოსულის ოპერაციების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა აბდულემირ იარალლაჰმა, ერაყის ძალების მხრიდან კოალიციის დახმარებით მოსულის დასავლეთში განხორციელებული სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების შედეგად  2 სოფელი იქნა განთავისუფლებული, ხოლო ამის პარალელურად DEAŞ-ის წევრი 151 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

მისივე თქმით, ტერორისტებისაგან განთავისუფლებულ სოფლებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ერაყის ძალებმა მოსულის დასავლეთში ოპერაციები 19 თებერვლიდან დაიწყეს და ლიკვიდირებული ტერორისტებიდან 35 კოალიციის მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს იქნა მოკლული



მსგავსი ინფორმაციები