ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ტერიტორიაზე 90 დღით დარჩენა შეეძლებათ

680889
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოქალაქეების შენგენის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის  რეგულაცია დაამტკიცა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ  ბიომეტრიულ პასპორტებს, სამუშაო, ტურისტული და საოჯახო მოგზაურობების დროს შენგენის ტერიტორიაზე 90 დღით დარჩენა შეეძლებათ. ევროკავშირის როტაციულმა თავჯდომარემ და   მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კარმელო აბელამ საქართველოსადმი მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეგულაციის დამტკიცება ასე შეაფასა: „ეს შეთანხმება ქართველ ხალხსა და ევროკავშირს დაახლოვებს და ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს გააძლიერებს.“ საქართველომ ევროკავშირისთვის მიმართული უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმები 2015 წლის დეკემბერში შეასრულა. მაგრამ ევროკავშირში საკითხთან დაკავშრებით განხილვები გრძელდებოდა.



მსგავსი ინფორმაციები