აშშ ანკარის ინიციატივას დადებითად უყურებს

ამერიკელები სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაზე მუშაობენ

679351
აშშ ანკარის ინიციატივას დადებითად უყურებს

უკვე წლებია რაც ერდოღანი სირიის ჩრდილოეთში ბუფერული ზონის შექმნას ითხოვს და როგორც იქნა ამ საკითხით აშშ-ს ახალი ხელისუფლება დაინტერესდა.

როგორც განაცხადა ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს წარმომადგენელმა სენ სპიკერმა, ტრამპი და მისი გუნდი აგრძელებენ მუშაობას სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხში.

“ამჟამად სამუშაოები გრძელდება და ამიტომ ჯერჯერობით არც ბუფერული ზონის ადგილმდებარეობა ცნობილია, არც მისი დაფინანსების საკითხია დადგენილი, არც მასში განსათავსებელი ადამიანების რაოდენობა და მათი ჰუმანიტარული უზრუნველყოფის საკითხია ცნობილი  და არც სხვა სახელმწიფოების მასში მონაწილეობაა ცნობილი, რადგან, ამ საკითხში დიდი ვალდებულებების აღება სწორედ რომ რეგიონის ქვეყნებს ეკუთვნით“, განაცხადა სპიკერმა და დაამატა, რომ ამერიკის შესაბამისი ორგანოები ამ საკითხებზე მუშაობენ და მალე ამის შესახებ საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას აუწყებენ



მსგავსი ინფორმაციები