DEAŞ-მა მოსულში სკოლა დაბომბა
დაიღუპა 3 ბავშვი
ერაყის ანტიტერორისტული ბრძოლის განყოფილების თანამშრომელმა, მაიორ რიზა ელ ვერდიმ განცხადება გაავრცელა პრესისათვის და თქვა, რომ DEAŞ-ის ტერორისტებმა ქალაქ მოსულის აღმოსავლეთში მდებარე ერ რიფაკის უბანში მოქმედ ერთ დაწყებით სკოლაზე თავდასხმა მოაწყვეს უპილოტო საფრენი აპარატით, რის შედეგადაც 1 შვიდი წლის და 2 ათი წლის, მთლიანობაში 3 ბავშვი დაიღუპა. მისივე განცხადებით შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის ეკიპაჟებმა თავდასხმის შესაძლო განმეორების შიშით, სკოლაში მყოფი ყველა ბავშვისა და პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს.
ერაყიდან მიღებული მეორე ცნობით, რომელიც გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, კოალიციის ბომბდამშენებმა მოსულის დასავლეთში მდებარე ეშ შიფას უბანში ერთი ბინა დაბომბეს, სადაც სავარაუდოდ DEAŞ-ს დაქვემდებარებული El-Furkan-ის შტაბი იყო განთავსებული და ლიკვიდირებულ იქნა 19 ტერორისტი რა, მათ შორის ამ ორგანიზაციის რამდენიმე მაღალჩინოსანიც არის. ამავე ცნობით ლიკვიდირებულთა ერთ ნაწილს უცხოელი ბოევიკები შეადგენენ