ორი ტერაქტი ბაღდადში

დაიღუპა 59 კაცი, დაიჭრა 80

674265
ორი ტერაქტი ბაღდადში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან მიღებული ცნობებით, ელ ბეიიას უბანში მოქმედ ავტომობილების გალერეებთან ბომბით დატვირთული ავტომანქანა ააფეთქეს, რასაც 47 კაცი ემსხვერპლა, 50 დაიჭრა და მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ბაღდადის აღმოსავლეთში მდებარე ეს სადრის უბანშიც მსგავსი ტერაქტი განხორციელდა ასევე ერთ ავტო გალერეასთან და აქ 12 კაცი დაიღუპა, 30 დაიჭრა. ამ ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა აიღო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ტერაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც თურქი ხალხის სახელით მკაცრად დაიგმო ყველანაირი ტერორიზმი, ხოლო ამის პარალელურად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

ამავე განცხადებაში ანკარა ხაზს უსვამს, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლაში ყოველთვის ოფიციალური ბაღდადის გვერდით იქნებიან



მსგავსი ინფორმაციები