დეაში, უპილოტო  საფრენი აპარატი

ტერ-ორგანიზაცია დეაშის მხრიდან, უპილოტო  საფრენი აპარატის (drone) გამოყენება, შეფერხებას უქმნის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას

673144
დეაში, უპილოტო  საფრენი აპარატი

ერაყის ქალაქ მუსულში, ტერ-ორგანიზაცია დეაშის მხრიდან, უპილოტო  საფრენი აპარატის (drone) გამოყენება, შეფერხებას უქმნის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.  ამის შესახებ განაცხადა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ფარჰან ჰაკიმ და აღნიშნა, რომ დეაშისგან განთავისუფლებულ, მუსულის აღმოსავლეთში, დრონეს საფრენი აპარატის გამოყენება ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. მან, ყოველდღიურ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმების დროს, დაშავდნენ ჰუმანიტარული დახმარების პერსონალები. რეგიონი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას.

შეშფოთებას გამოთქვამენ ქალაქის, ტერორისტების კონტროლში მყოფ დასავლეთის რეგიონში, 750 ათასი სამოქალაქოს მდგომერეობაზე.

ერაყის პრემიერს ჰაიდარ ელ იბადის კი, გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ 17 ოქტომბერს, დაიწყეს ოპერაცია დეაშის კონტროლში არსებულ, ქალაქ მუსულის უკან დაბრუნებისთვის.

 ოპერაციის დაწყებიდან 100 დღის შემდეგ, ქალაქის აღმოსავლეთის რეგიონი განთავისუფლდა ტერ-ორგანიზაციისგან.



მსგავსი ინფორმაციები