სერიული ტერაქტები ბაღდადში
ლიკვიდირებულია 13 დეაშელი მაღალჩინოსანი
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ თავდასხმებს 4 კაცი ემსხვერპლა, 16 დაიჭრა.
პირველი თავდასხმა ებუ გურეიბის უბანში მოხდა, როცა პოლიციის საპატრულო ავტომანქანის გავლისას აფეთქდა გზაზე ჩამონტაჟებული ნაღმი და აქ 1 ჯარისკაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა.
დედაქალაქის სამხრეთში მდებარე ჰაიუს რაიონში განხორციელებულ ბომბიან თავდასხმას 2 კაცი ემსხვერპლა 8 დაიჭრა. კიდევ 1 კაცი დაიღუპა და 5 დაიჭრა ნეჰრევანის უბანში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
ამ თავდასხმებზე ჯერ ჯერობით არავინ აიღო პასუხისმგებლობა.
ბაღდადიდან მიღებული მეორე ცნობით, DEAŞ-ის ლიდერი ებუ ბექირ ელ ბაღდადის და მისი ამალის სირიიდან ერაყში გადასვლისას სპეცოპერაცია განხორციელდა F-16-ით იმ ბინაზე, სადაც დეაშის ლიდერი ამ ორგანიზაციის სხვა ლიდერებთან ერთად შეკრებას ატარებდა და შედეგად 13 დეაშელი მაღალჩინოსანი იქნა ლიკვიდირებული, რომელთა სიაც გამოქვეყნდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თვით ელ ბაღდადის ბედი
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა