აქტუალური თემის ანალიზი 7
სირიის ქალაქ რაკკის განთავისუფლების ოპერაცია
აშშ-ი დაჟინებულია რა ისლამური ხალიფატის დედაქალაქად გამოცხადებული სირიის ქალაქ რაკკის DEAŞ-ლებისგან გასანთავისუფლებლად, ანკარამაც თავისი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც ბოლო დარტყა დეაშს არა რაკკაში, არამედ ტელ აბიადში უნდა მიეყენოს და ამით ანკარა აიცილებს ესადის რეჟიმთან შესაძლო კონფლიქტს, მეორეს მხრივ თურქი ჯარების მხრიდან განთავისუფლებულ ჩრდილოეთ სირიაში ბუფერული ზონა შეიქმნება, ხოლო მესამეს მხრივ თამაშ გარე მდგომარეობაში დარჩება ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიული განშტოება PYD-ე და იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას რაკკის განთავისუფლებაში.
ანკარამ, ეს გეგმა წარუდგინა ხუთშაბათს თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აშშ-ს ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროს მაიკ პომპეოს და დეტალურად განიხილეს ეს გეგმა. სხვათა შორის ეს იყო ამერიკის პირველი მზვერავის პირველი უცხოური ვიზიტი ტრამპის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ
თურქული გეგმით რაკკის განთავისუფლების ოპერაციაც და საერთოდ ლოგისტიკური დახმარებებიც უნდა განხორციელდეს ტელ აბიად-აიენ-რაკკის მარშრუტით და ეს არის ყველაზე გონივრული და უფრო ნაკლები საფრთხის შემცველი. ქალაქი ტელ აბიადი ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიული განშტოების PYD/YPG-ს კონტროლ ქვეშაა და ამდენად ამ გეგმის განხორციელებით ანკარა მოკავშირე და პარტნიორი ამერიკის გულწრფელობაშიც დარწმუნდება, თუ რამდენად დაინტერესებულია იგი რაკკის დეაშელებისგან განთავისუფლებისა და ამასთან სირიის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. მოკლედ, თურქეთის ხელისუფლების აზრით თუ კოალიციაც გულწრფელია, მაშინ, სწორედ ანკარისეული გეგმა უნდა განხორციელდეს, თუმცა აქ გასათვალისწინებელია რუსეთისა და ირანის პოზიციებიც
ამერიკული გეგმით ქალაქ ელ ბაბიდან ქალაქ რაკკამდე არსებული მანძილი ტაბკას სახელწოდების კაშხალზე გავლით 170 კმ-ია, რასაც ემატება დაბა ჩობანბეილიდან ელ ბაბამდე არსებული 40 კმ-იანი მანძილიც და საბოლოო ჯამში ლოგისტიკური თვალსაზრისით 210 კმ-იანი მანძილია ელ ბაბიდან რაკკამდე, რაც ჯერ ერთი გაართულებს სამხედრო შენაერთების საწვავით უზრუნველყოფას, მეორეს მხრივ ამ სიგრძის მონაკვეთზე უსაფრთხოების დაცვაც გაძნელდება
აქ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ოპერაციაში ჩაბმული შენაერთები იძულებულნი გახდებიან რაკკის მიმართულებით სვლისას ეს მანძილი გაიარონ ესადის რეჟიმის ძალებთან ერთად, რაც ასევე მეტად სარისკოა, თანაც, რეგიონის უდიდესი ნაწილი დეაშის ხელშია და ამიტომ წინსვლაც გაჭიანურდება
თურქული გეგმით ტელ აბიად-აიენ-რაკკის მარშრუტი 90 კმ-ია და აქედან 70 კმ-იანი მონაკვეთი სირიელი ქურთების, ე.ი. PYD-ს კონტროლ ქვეშაა, ხოლო რაკკამდე გასანთავისუფლებელი მანძილი კი მხოლოდ 20-25 კმ-ია
ამ ორი გეგმის ანალიზის შემდეგ ცხადი ხდება თუ რომელი გეგმა, ამერიკული თუ თურქული უფრო სჯობია და ანკარა კიდევ აფრთხილებს ვაშინგტონს, არ გაებას მავანების მხრიდან დაგებულ მახეში და ამ მიზნით თურქული გეგმა აირჩიოს, ე.ი. ჯერ ჩრდილოეთ სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთი სანაპიროები გაიწმინდოს ტერორისტებისგან და აქედან პლაცდარმი შეიქმნება რა რაკკაზე იერიშისათვის, საჭირო მზადების დასრულების შემდეგ ოპერაცია დაიწყოს
არც იმის თქმა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთის გეგმა ევფრატის დასავლეთში მდებარე დასახლებების, ჯერაბლუსის, მუნბიჩის, ელ ბაბის, ტელ რიფატის და აზეზეს ფრონტებსაც მოიცავს და ამ რეგიონების უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია ანკარისათვის, ვიდრე რაკკის ოპერაცია და თუ დაისმება კითხვა რატომ?, ასეთი პასუხი გაიცემა
ქალაქ რაკკის განთავისუფლების შემთხვევაში ჯერ ერთი DEAŞ-ი თურქეთთან ყველანაირ კონტაქტს დაკარგავს და ვერც ტერორისტები გადავლენ არალეგალურად თურქეთში, რადგან მათ აღარ ექნებათ საზღვარი თურქეთთან, თანაც ვერც მათი მხრიდან ნასროლი რაკეტები თუ ჭურვები მიწვდება თურქულ მიწებს, მეორეს მხრივ ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD-სგანაც განთავისუფლდება რეგიონი, ე.ი. განთავისუფლებულ სირიულ მიწებზე ვეღარ იბოგინებენ ტერორისტები და წლების განმავლობაში თურქეთს თავშეფარებული ლტოლვილებიც საკუთარ კერებს დაუბრუნდებიან რა, მშვიდობიან და უსაფრთხო პირობებში გააგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო