საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

2011-2015 წლებში ერაყში 13 ათასი ოპოზიციონერი სიკვდილით დასაჯეს

667206
საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაციის ახალი ანგარიშით, სირიაში 2011 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე საიდნაიას საპატიმროში ყოველკვირეულად ათობით ადამიანი, უმთავრესად ოპოზიციონერები სიკვდილით დასაჯეს რა, სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობამ ხსენებულ პერიოდში 13 ათასს გადააჭარბა.

ამავე ცნობით, სიკვდილის დასჯის განაჩენი ხელმოწერილია თვით სირიელი მაღალჩინოსნების მხრიდან. აქამდე სირიელი უფლებამოსილები არ იღებდნენ ბრალდებებს პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობის, წამების და სიკვდილით დასჯის თაობაზე.

ამ ახალი ანგარიშის მომზადებისას საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაცია დაეყრდნო ხსენებულ ციხეში მომუშავე 84 ზედამხედველის ჩვენებებს, რომელთა განცხადებებითაც, დამასკოს ჩრდილოეთში მდებარე საიადნაის ციხეში ყოველკვირეულად 20-დან 50-მდე პოზიციონერს სიკვდილით სჯიდნენ.

ამავე ანგარიშის მიხედვით ქაბუნის რეგიონში შექმნილი იყო საველე სამხედრო  სასამართლოები, რომლებსაც 2-3 წუთში გამოჰქონდათ სიკვდილის განაჩენები.

საერთაშორისო შეწყალების ორგანიზაცია ესადის რეჟიმის მხრიდან ჩადენილ სიკვდილით დასჯას ომის დანაშაულად მიიჩნევს და ამასთან დაკავშირებით გასულ თვეში სირიელ უფლებამოსილებთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ, დღემდის რაიმე პასუხი ვერ მიიღეს   



მსგავსი ინფორმაციები