ისრაელმა ღაზა დაბომბა

დაიჭრა 3 პალესტინელი

666697
ისრაელმა ღაზა დაბომბა

ღაზის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ისრაელის ბომბდამშენებმა ამ სექტორის სხვადასხვა რეგიონში 14 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 პალესტინელი დაიჭრა და მრავალი ნაგებობა კი მიწასთან გასწორდა.

ამ თავდასხმის კვალდაკვალ ჰამასმა განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ თუ, ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორის დაბომბვებს გააგრძელებს, მაშინ, ისინიც მოქმედებაზე გადავლენ და ადეკვატურ პასუხს გასცემენ ისრაელის ამ დარტყმებს.

ისრაელის არმიის განცხადებით კი, ეს დაბობვები პასუხი იყო გუშინ დილით ისრაელის ქალაქ აშკელონის მახლობელ ტერიტორიებზე ღაზის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისა, თუმცა, ღაზელმა დაჯგუფებებმა ეს ბრალდება არ მიიღეს.

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ღაზის საზღვარზე 2 პალესტინელი დააკავეს, მაგრამ, ამ დაკავების მიზეზების შესახებ არაფერი გაუვრცელებიათ



მსგავსი ინფორმაციები