საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ

664217
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ

ევროპარლამენტმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ნებართვა დაამტკიცა. ბრიუსელში შეკრებილმა ევროპარლამენტმა  საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის მომხსენებელმა მარია გაბრიელამ განაცხადა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ყველა რეფორმა გაატარა.  გაბრიელამ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირთან უფრო დაახლოვებას.  გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შენგენის ქვეყნებში უვიზოდ დარჩენა შეეძლებათ. შენგენის ქვეყნებში ბულგარეთის, სამხრეთ კვიპროსის, ხორვატიის, ინგლისის, ირლანდიის და რუმინეთის გარდა 22 ევროკავშირის ქვეყნის ჩათვლით  ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია  შედიან.



მსგავსი ინფორმაციები