ოპერაცია ევფრატის ფარის 163-ე დღე

ოპერაცია ევფრატის ფარის 163-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი 51 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

664090
ოპერაცია ევფრატის ფარის 163-ე დღე

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია ევფრატის ფარის 163-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი 51 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაერთიანებული შტაბში გაკეთებული განცხადების თანახმად, DEAŞ-ის თაოსნობით ტერორგანიზაციების საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად და კოალიციის ძალების მხარდასაჭერად 2016 წლის 24 აგვისტოს დაწყებული „ოპერაცია ევფრატის ფარი“ გრძელდება.

ოპერაციის 163-ე დღეს ოპოზიციური ნაწილებისაგან შემდგარი სპეცდანიშნულების ჯგუფების მიერ აღმოჩენილი ტერორგანიზაცია DEAŞ-ის 244 სამიზნე დაბომბეს.  

საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ალ ბაბის, ტადიფის, კაბასინისა და ბზაგას რეგიონებში DEAŞ-ის 83 შენობა, 10 დანაღმული მანქანა, საბრძოლო მასალის 2 საწყობი, 2 თავშეყრის წერტილი, ერთი საწყობი და 2 ქვემეხი გაანადგურეს.

DEAŞ-ისგან გაწმენდილ რეგიონებში კი 41 ხელნაკეთი ასაფეთქებელი იქნა განადგურებული, მთლიანობაში კი ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 3 ათას 591 ხელნაკეთი ასაფეთქებელი და 55 ნაღმი კონტროლირებადი ფორმით იქნა გაუვნებელყოფილი.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები