ევროკავშირმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

მოგერინმა წერილობითი განცხადება გააკეთა

658995
ევროკავშირმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა ისრაელის მხრიდან ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე 2500 საცხოვრებლის აშენების მიმართ გაცემული თანხმობა დაგმო და აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედება ნამდვილად დასანანია. მოგერინმა ამის შესახებ წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ისრაელის მთავრობის მხრიდან 22 იანვარს აღმოსავლეთ იერუსალიმში 566 საცხოვრებელი სახლის, 24 იანვარს კი იორდანეს დასავლეთით 2500 საცხოვრებელი სახლის  არალეგალურად მშენებლობის ნებართვის გაცემა ორი ქვეყნის სამშვიდობო მოლაპარაკებებს დიდ ზიანს მიაყენებს.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს კანონებსაც ეწინააღმდეგება.



მსგავსი ინფორმაციები