სირიის ოპოზიციამ რუსეთისგან ცეცხლის განუახლებლობის გარანტია მიიღო

“ოპოზიცია რუსეთისგან ვალდებულების შესრულებას მოითხოვს“

657952
სირიის ოპოზიციამ რუსეთისგან ცეცხლის განუახლებლობის გარანტია მიიღო

ასტანის გუშინდელი შეკრება შეაფასა რა ოპოზიციის წარმომადგენელმა უსამე ებუ ზეიდმა, თქვა, რომ რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისას მათ ესადის რეჟიმის მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის გარანტია მისცეს ოპოზიციას და ისინი ახლა მარტო სიტყვას კი არა, მის აღსრულებას ელიან.

მისივე თქმით, 30 დეკემბერს მიღწეული მორატორიუმის გასამყარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

“ჩვენ ჯერ არ გავცნობილვართ საბოლოო დეკლარაციის შინაარს და ამიტომ მის შესახებ ჯერ ჯერობით ვერაფერს ვიტყვი“, განაცხადა ზეიდმა და დაამატა, რომ ასტანის შეკრების წარმატებით დასრულებისათვის თურქეთი, რუსეთი და ყაზახეთი დიდ შრომას ხარჯავენ.

მანვე უპასუხა რა კითხვას ასტანის შეკრების შესაძლო გაგრძელების თაობაზე, თქვა, რომ ეს გარანტიორ ქვეყნებზეა დამოკიდებული



მსგავსი ინფორმაციები