სირიის საკითხზე ასტანაში შეხვედრები იმართება

სირიაში შიდა ომის შესაჩერებლად რეჟიმისა და სამხედრო ოპოზიციის წარმომადგენლები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ერთმანეთს შეხვდნენ

657146
სირიის საკითხზე ასტანაში შეხვედრები იმართება
abdrahmanov suriye rejim ve muhalefet.jpg

სირიაში შიდა ომის შესაჩერებლად რეჟიმისა და სამხედრო ოპოზიციის წარმომადგენლები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ერთმანეთს შეხვდნენ.

სირიაში 30 დეკემბერს გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტაში ოპოზიციის სახელით გარანტორი თურქეთისა და რუსეთის ლიდერობით გამართულ შეხვედრაში რეჟიმისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ირანის, აშშ-ს და გაეროს გენერალური მდივნის სირიის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა მონაწილეობდნენ.

პრესისათვის დახურულად გამართულ შეხვედრაზე განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცება და ალყაში მოქცეულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.  

შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ ოპოზიცია შიდა ომის დაწყებიდან დღემდე მოლაპარაკებაზე ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენილი.

მანამდე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ტყვეთა გაცვლისა და ნდობის აღდგენის ზოგიერთი ღონისძიებისთვის მხარეებს შორის საკმაოდ მოკლე და ვიწრო წრის შეხვედრა მოხდა.

ასევე პირველად მოხდება 6 წლიანი შიდა ომის მანძილზე ასადის რეჟიმისა და ოპოზიციის მიერ ერთ მაგიდასთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვა.

რეჟიმისა და მისი გარანტორის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ოპოზიცია ნდობის აღდგენის ორი ზომის გატარების წინადადებას წამოაყენებს.

მათგან პირველია დედაქალაქ დამასკოსა და ჰუმუსში რეჟიმის მიერ ალყაში მოქცეულ ბევრ რეგიონში, სადაც კრიზისი გაღრმავებულია, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა.

ოპოზიცია რეჟიმის საპყრობილეებში მყოფი ათასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.

ამავდროულად, ასტანაში ჩასული ოპოზიცია შეხვედრის დაწყებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის მოადგილეს სედათ ონალის თავმჯდომარეობით თურქეთის დელეგაციას შეხვდა და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარა.  

ამის შემდეგ კი ოპოზიციას ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი და დანიელი დიპლომატების ერთობლივი დელეგაცია შეხვდა.

სირიის რეჟიმისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შევედრის დაწყებამდე ასევე შეხვდა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კაირატ აბდრახმანოვი.

იგი ასევე ცალ-ცალკე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის სირიის სპეციალურ წარმომადგენელ სტეფან დე მისტურას, თურქეთის, ირანის და რუსეთის დელეგაციებს.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ყახაზეთი , #ასტანა , #შეხვედრა

მსგავსი ინფორმაციები