როგორი იყო 2016 წელი თურქეთსა და თურქულ სახელმწიფოებში?

ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მკვლევარის ჯემილ დოღაჯ იფეკის შეფასება

656041
როგორი იყო 2016 წელი თურქეთსა და თურქულ სახელმწიფოებში?

         როგორი იყო 2016 წელი თურქეთსა და თურქულ                                                    

2016 წელში რიგი მოვლენების მოწმენი შეიქმნენ თურქეთი და თურქული სახელმწიფოები.  დღეს გავაანალიზებთ, რეგიონში  განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს.

საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მკვლევარის ჯემილ დოღაჯ იფეკის შეფასებას...

          2016 წელი მეტად მძიმე გამოდგა თურქეთის და ცენტრალური აზიის თურქული სახელმწიფოებისთვის. დღის წესრიგის უპირველეს საკითხად ითვლებოდა ტერორიზმი და გლობალური ეკონომიკური კრიზისი.

თურქეთი: 2015 წლის 1 ნოემბრის არჩევნების მოტანილი პოლიტიკური სტაბილურობის მიუხედავად, 2016 წელში თურქეთი დაუპირისპირდა რიგ სერიოზულ პრობლემებს.

          სახელმწიფო სტრუქურებში  შექმნილი არალეგალური ორგანიზაციების გამო, თურქეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის საშიშროებად კოდირებულმა ფეტომ, 15 ივლისს, გამოიჩინა სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც თურქი ერის მამაცური წინააღმდეგობით და პრეზიდენტ ერდოღანის მტკიცე გადაწყვეტილებით იქნა ჩახშობილი. ეს გახდა თურქეთისთვის  გადამწყვეტი მომენტი.

          სირიის კრიზისით ნასაზრდოებმა PKK-მ და DAEŞ-მა, ტერ-აქტები განახორციელეს თურქეთში. ერთმანეთთან საიდუმლო კონტაქტების მქონე ხსენებულმა ტერ-ორგანიზაციებმა, გენოციდი განახორციელეს სტამბოლში, ანკარაში. ადანის, კაისერის, გაზიანთეპის და დიარბექირის რაიონებში.

 თურქეთმა, ხსენებული ტერ-ორგანიზაციების მასაზრდოებელი სირიის ნეიტრალიზაციის მიზნით, დაიწყო ევფრატის ფარის ოპერაცია. თურქეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, სირიის თავისუფალი არმიის- ÖSO-ს მხრიდან, აზეზ ჯერაბლუსის ხაზის გაწმენდა კი, DAEŞ-PKK წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.

 თურქეთის ეკონომიკამ, გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე რეცესიის და ტერ-აქტების მიუხედავად, 2016 წლის პირველ ნახევარში, სერიოზული ზრდა გამოავლინა. მხოლოდ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის პერიოდში, ე.ი მესამე კვარტალში, დაფიქსირდა ნაწილობრივი შემცირება.

ყაზახეთი; ყაზახეთის ეკონომიკა ემყარება დიდი რაოდენობით ნავთობის ექსპორტს. ამიტომაც ნავთობის ფასების შემცირებამ, დიდი უარყოფითი გავლენა იქონია ყაზახეთის ფულის ერთეულზე  თენგეზე, რომელმაც დაკარგა სერიოზული ღირებულება.    

          ამ უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, ყაზახეთის ეკონომიკა, სახელმწიფოს პრეზიდენტის ნაზარბაევის გონივრული პოლიტიკის შედეგად, ამ პროცესიდან  არც თუ ისე დიდი დანაკარგის მიუღებლად გამოვიდა.

          ყაზახეთში, 20 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შევიდა სამი პარტია. ხმების 82,15 %-ი მოაგროვა ნურ ოთანის პარტიამ და დაისაკუთრა 83, აქ იოლის პარტიამ 7.18 %-ი, დაისაკუთრა 8, კომუნისტურმა პარტიამ კი, ხმების 7.14 %-ი და დაისაკუთრა 7 სავარძელი.

          ივნისში კი, ქალაქ აქთობეში, ერთმა რადიკალურმა დაჯგუფებამ განახორციელა თავდასხმა, რომლის დროსაც დაიღუპა 7 და დაშავდა ოცამდე ადამიანი. თავდამსხმელ ტერორისტს, რუსლან კულიკბაევს მიესაჯა სიკვდილის სასჯელი, რომელიც მანამდე არასდროს გამოყენებულა ყაზახეთის სახელმწიფოში.

          ექსპერტების პროგნოზირებით, 2016 წლის ოქტომბერში, ძალაში შესული კაშაღანის ნავთობ-საწარმოში წარმოებული 8-9 მილიონი ტონა ნავთობით, 5 მილიარდი კუბუ მეტრი ბუნებრივი გაზით და  2017 წელში ბარელი ნავთობის ფასის 50 დოლარამდე გაზრდით, სახელმწიფოს ბიუჯეტის მოგება მიაღწევს 135 მილიონ დოლარს.

თურქმენეთი;

 

          სახელმწიფოს მთავარ შემოსავლის წყაროდ ითვლება ბუნებრივი გაზი, რომლის ფასის, სამი წლის წინანდელ ფასთან შედარებით, თითქმის ნახევრამდე შემცირება მოხდა. ამ მდგომარეობამ, 2016 წელში, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო თურქმენეთის ეკონომიკა, რომელმაც გამოსვლის მიზნით ახალი პროექტი შეიმუშავა. ჩინეთის მხარდაჭერით, იგი აშენებს მილსადენს, რომლითაც მოახდენს თურქმენული გაზის ჩინეთში ტრანსპორტირებას.   ვარაუდით, ხსენებული მილსადენით, მოხდება ჩინეთში 30 მილიარდი კუბ.მ გაზის ტრანსპორტირება.

          რეცესიის გამო, ბუნებრივი გაზის სექტორში მომუშავე პერსონალების 50 %-ი დროებით, უმუშევარი დარჩა.  მდგომარეობამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე და პრობლემატური გახადა ისეთი პირველადი კვების პროდუქტები, როგორიცაა ფქვილი, შაქარი, კარაქი და სხვ.

 იმის გამო, რომ თურქმენეთი „მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოს“ სტატუსით სარგებლობს, ვერ თხოულობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, პრობლემებთან დაკავშირებით დახმარებას.

          მაგრამ, ამ პროცესში, თურქულ ენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრებიდან, (თურქეთის ჩათვლით) მხარდაჭერის მიღება, დაეხმარება მისი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას. თურქულ საბჭოსთან ურთიერთობის განვითარება მისთვის სასარგებლო იქნება ეკონომიკური პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით.

უზბეკეთი;

          უზბეკეთისთვის, წლის მნიშვნელოვან მოვლენად ითვლებოდა 2 სექტემბერს, სახელმწიფო მეთაურის ისლამ ქერიმოვის გარდაცვალება და მის მაგივრად შევქეთ მირზოევის დანიშვნა. ეს იყო უზბეკეთისთვის ახალი ეტაპის დაწყება. ქერიმოვი, თურქული საბჭოს ჩათვლით, რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციებთან დისტანციურ პოლიტიკას ატარებდა. ამ პოლიტიკის გამოცვლას შეუძლია კარი გაუღოს რეგიონის აქტივისტების და უზბეკეთის მომგებიანობის ეტაპს.

ყირგიზეთი;

          ყაზახეთის ნავთობ-გაზის სფეროში სამომხმარებლო პოზიცია, 2016 წელში ნავთობზე ფასების დაცემით, მეტად მომგებიანი გამოდგა. ყირგიზეთის სამთო სფეროში, (განსაკუთრებით ოქრო) საგარეო ინვესტორების პრობლემის გავლენა გაგრძელდა 2016 წელშიც. 2017 წლის დასასრულისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ყირგიზეთის მომდევნო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი იქნება. 

აზერბაიჯანი;

          ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე ფასების დაწევამ, 2016 წელში უარყოფითი ზეგავლენა იქონია აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვან მწარმოებლად ითვლება. ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის 30 %-ს უზრუნველყოფს. აზერბაიჯანი, 2017 წელში, მიზნად ისახავს გაზის და ნავთობის სრულიად დამოუკიდებლად წარმოების მოდელის განვითარებას. ამისათვის მას გააჩნია იმეფეს მხარდაჭერით რეფორმის პაკეტი. აზერბაიჯანი, 2017 წელში, მიზნად ისახავს ისეთი სექტორების განვითარებას, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგია და ტურიზმი.

          2016 წელს, აზერბაიჯანის, (სომხეთის ოკუპირებულ ტერიტორიებში) მთიანი ყარაბაღის რეგინში, 1994 წლიდან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მოხდა ყველაზე მწვავე კონფლიქტი.  2016 წლის 2-5 აპრილს მომხდარი მოვლენები, ისტორიაში შევიდა ოთხდღიან ომად.  20 წელიწადია მიმდინარე ომის წარუმატებლობა, ცხადყოფს  AGİT-ის მინსკის ჯგუფის წარუმატებლობასაც, რომელიც განსაკუთრებით აზერბაიჯანის კრიტიკის საბაბი ხდება.

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მკვლევარის ჯემილ დოღაჯ იფეკის შეფასება...



მსგავსი ინფორმაციები