კვიპროსის საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდა

გუშინ ჟენევაში ხუთთა კონფერენცია გაიმართა

650540
კვიპროსის საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გუშინ პირველად ჩატარდა კვიპროსის საკითხზე გარანტიორი ქვეყნების მონაწილეობით ხუთთა კონფერენცია და პირველ ეტაპად ჩათვლილ ამ კონფერენციაში, რომელშიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის წარმომადგენლებთან ერთად სამი გარანტიორი ქვეყნის, თურქეთის, საბერძნეთის და ინგლისის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა, კვიპროსული დელეგაციების სამ დღიანი ჟენევური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჩატარდა.

კონფერენციის დაწყების წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ჯერ ცალ ცალკე შეხვედრა ჩაატარა ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებთან, მუსტაფა აქინჩისთან და ნიკოს ანასტასიადისთან, შემდეგ კი იგი გარანტიორი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც  შეხვდა რა, ამის შემდეგ დაიწყო ხუთთა კონფერენცია, რომელშიც დამკვირვებლის სახით დაესწრო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც.

გუტიერესმა თქვა, რომ ორივე მხარის ლიდერს ენდობა და იმედი აქვს, რომ 2017 წელი კუნძულის პრობლემის მოგვარების წელი იქნება.

კონფერენცია თითქმის მთელ დღეს გრძელდებოდა და მიღებული შეთანხმებით მის ფარგლებში შეხვედრას 18 იანვრიდან ტექნიკურ დონეზე გააგრძელებენ, ხოლო მის პარალელურად ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებიც გააგრძელებენ მოლაპარაკებებს იმ საკითხებზე, რომლების მიმართ კონსენსუსს ვერ აღწევენ.

ამ დროს კუნძულის თურქული მხარის ლიდერის პრეს წარმომადგენელმა ბარიშ ბურჯუმ განაცხადა, რომ არ მიიღებენ ბერძნული მხარის მიერ წარმოდგენილ რუკას და ამის შეახებ წერილობით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს  



მსგავსი ინფორმაციები