ისრაელმა დამასკოში სამხედრო აეროპორტი დაბომბა

დაბომბვის თაობაზე ისრაელს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია

650428
ისრაელმა დამასკოში სამხედრო აეროპორტი დაბომბა

სირიის არმია იტყობინება, რომ ისრაელის ბომბდამშენებმა დამასკოში მდებარე მეზზეჰის სამხედრო აეროპორტი დაბომბეს.

სირიის საინფორმაციო სააგენტო სანას მიხედვით, დაბომბილ აეროპორტს ძირითადად სირიის რესპუბლიკური დაცვის გვარდიელები იყენებენ და ამიტომ მას უდიდესი სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

ამავე ცნობით თავიდან ეგონათ, რომ აეროპორტი ოპოზიციის კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან რაკეტებით დაბომბეს, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ იგი ისრაელის ბომბდამშენებმა დაბომბეს.

დაბომბვის ეს ფაქტი დადასტურებულ იქნა სირიის არმიის მხრიდან, ხოლო ისრაელს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია



მსგავსი ინფორმაციები