ასტანა სირიის შეკრებას უმასპინძლებს

ამერიკა შეკრებაში PYD-ს მონაწილეობას ჭერს მხარს

651054
ასტანა სირიის შეკრებას უმასპინძლებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერი მარკ ტონერი ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე შეეხო რა რუსეთ-თურქეთის ინიციატივით ამ თვის ბოლოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სირიის საკითზე დაგეგმილ შეკრებას, თქვა, რომ სირიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით საჭირო და აუცილებელია ასტანის შეკრებაში მონაწილეობა მიიღოს სირიელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების, PYD-ს წარმომადგენლებმაც, რის წინააღმდეგია ანკარა, რადგან, ხსენებულ ფორმირებას პკკ-ას სირიულ განშტოებად, ე.ი. ტერორისტულად მიიჩნევს და აქედან გამომდინარე წინააღმდეგია მათი ასტანაში ჩასვლისა.

ტონერის აზრით კი ასტანაში სირიის მომავალი განიხილება და ამიტომ ამ შეკრებაში ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, თანაც ამას ითვალისწინებს გაეროს უს მხრიდან გამოტანილი 2254 ნომრიანი რეზოლუციაც. სირიაში არაბების გარდა ყველაზე დიდ ეროვნულ დაჯგუფებებს ქურთები და თურქმენები წარმოადგენენ, თანაც ისინი დეაშის წინააღმდეგაც აქტიურად იბრძვიან და ამიტომ ამერიკა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქურთების შეიარაღებული ფორმირება PYD-ს ჩართვასაც უჭერს მხარს



მსგავსი ინფორმაციები