ანკარაში ამბასადორიალი გრძელდება
ჯანელიძე ამბასადორიალზე სიტყვით გამომსვლელი პირველი უცხოელი დიპლომატია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით მიმდინარე „2023 მიზნები, ეროვნული ღირებულებები და საერთაშორისო მიზნები“ სახელწოდების მეცხრე ელჩების კონფერენცია გრძელდება, რომელსაც მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც ესწრება. იგი ამ კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელი პირველი უცხო ქვეყნის დიპლომატი გახლდათ. ჯანელიძემ კონფერენციაზე ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურაზე (FETÖ/PDY) და 15 ივლისის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება და თურქი ხალხის მამაცობას გაუსვა ხაზი. „იმ მუხანათური მცდელობის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის დემოკრატიას თანადგომა გამოუცხადა. საქართველო პირველი ქვეყანა გახლდათ რომელმაც თურქ ხალხს და მთავრობას თანადგომა გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთი მიუხედავად ასეთი მოვლენებისა, უფრო ძლიერი გახდება,“ აღნიშნა ჯანელიძემ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილი თანამშრომლობა ყველა სფეროში გრძელდება. „ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ხოლო ამის პარალელურად ყველა სფეროში დახმარებას ვუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში გარკვეული პრობლემები არსებობს, ორ ქვეყანას შორის არანაირი პოლიტიკური პრობლემა არ არსებობს და ჩვენს შორის სავაჭრო ბრუნვა დღითი-დღე იზრდება,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.