ევფრატის ფარის ოპერაცია

ევფრატის ფარის ოპერაციის 120-ე დღეს (გუშინ) დაიღუპა 14, დაშავდა 33 ჯარისკაცი

635482
ევფრატის ფარის ოპერაცია

სირიის ჩრდილოეთის, ტერ-ორგანიზაციის ელემენტებისგან გაწმენდის მიზნით 24 აგვისტოს დაწყებული ევფრატის ფარის ოპერაციის 120-ე დღეს (გუშინ) დაიღუპა 14, დაშავდა 33 ჯარისკაცი.

კონფლიქტის შედეგად განეიტრალებულ იქნა ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის 138 ტერორისტი. განადგურდა მათი 67 პოზიცია

თურქეთის გენ-შტაბის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში სირიის ქალაქი ელ ბაბი, თავისუფალი სირიის არმიის და თურქი სამხედროების ბლოკადაში მოექცა.

ოპოზიციონერების შემადგენლობის სპეც. დანიშნულების დაჯგუფებების მხრიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან ინტენსიური ცეცხლის მხარდაჭერით, სრულად იქნა კონტროლში მოქცეული ელ-ბაბის სატრანსპორტო გზა.

რაციის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტენსიური სროლების გამო, ვერ მოხერხდა მრავალი დაჭრილი ტერორისტის საბრძოლო რეგიონიდან გაყვანა.  გრძელდება ოპერაცია ევფრატის ოპერაციის ფარგლებში, ელ ბაბის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის ხელში ჩასაგდებად.


საკვანძო სიტყვები: #ევფრატი , #ფარი , #ოპერაცია , #გუშინ

მსგავსი ინფორმაციები