თურქეთის პრემიერი ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

ბინალი ილდირიმი დოლმაბაჰჩეს სასახლეში მდებარე სამუშაო ფისში საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

635366
თურქეთის პრემიერი ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი დოლმაბაჰჩეს სასახლეში მდებარე სამუშაო ფისში საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრემიერმა ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერორი საიდანაც არ უნდა წამოვიდეს, ქვეყანა, ერი და მთავრობა სოლიდარობით ამ და მსგავს უბედურებას მაინც მოერევა.

იგი ასევე შეეხო თურქი მესხების ინტეგრაციის საკითხს და დასძინა, რომ ამ საკითხზე თურქეთი მზად არის ყველა სახის დახმარების გასაწევად.

„2007 წლიდან საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. მიზნად გვაქვს დასახული სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაფართოება. როგოც სახმელეთო ასევე საჰაერო გზებით გადასვლაში არსებული დაბრკოლებების მოხსნით ორ ქვეყნას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ისევ გრძელდება საქართველო-თურქეთს შორის ორმხრვი ინვესტიციები“- აღნიშნა თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი იდლრიმმა.

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ევრაზიის გვირაბი ევროპისა და აზიის კონტინენტების დაკავშირებით ახალ სატრანსპორტო საშუალებებს ქმნის. საქართველოსა და თურქეთის მიზანია პარტნიორებთან ერთად ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა და დღეს გასახსნელი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.“



მსგავსი ინფორმაციები