ანკარა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის აღსადგენად ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოებს ატარებს

პროცესის უპრობლემოდ წარმართვის შემთხვევაში სამოქალაქოების რეგიონიდან გაყვანის დაწყება და ავტობუსებით ევაკუაციის დაჩქარება იგეგმება

630929
ანკარა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის აღსადგენად ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოებს ატარებს

სირიაში ირანის სარდლობით შიიტი შეიარაღებული ძალებისა და ბაშარ ასადის არმიის მიერ ალყაში მოქცეულ აღმოსავლეთ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის განახლების საკითხში თურქეთი ოპოზიციონერების, რუსეთის კი რეჟიმის ძალების მხრიდან გარანტორები იქნებიან.

პროცესის უპრობლემოდ წარმართვის შემთხვევაში სამოქალაქოების რეგიონიდან გაყვანის დაწყება და ავტობუსებით ევაკუაციის დაჩქარება იგეგმება.  

ანკარა დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის აღსადგენად ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოებს ატარებს.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ მკვლელობებზე დუმილს ვერ შეინარჩუნებენ და როგორც გაეროს ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედების დაწყებისაკენ მოუწოდა.

იგი ალეპოს საკითხზე საღამოს საათებში კიდევ ერთხელ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ალეპოში არსებულ ადამიანურ ტრაგედიაზე გაამახვილა ყურადღება.

საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა შესრულდეს, უსაფრთხო დერეფნის მეშვეობით სამოქალაქოებისა და ოპოზიციონერების ევაკუაციის რაც შეიძლება მალე დასაწყებად ერთობლივად მოქმედება უდნა მოხდეს.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნის გახსნის შემდეგ დროებითი თავშესაფრისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე თურქეთი მზად არის ყველა სახის ზომა გაატაროს.

თურქეთის სადაზვერვო წყაროს ცნობით, თურქეთსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარკების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა იქნა უზრუნველყოფილი.

წყაროს ცნობით, თურქეთის ოპოზიციის, რუსეთი კი რეჟიმის ძალების გარანტორები არიან.

ალყაში მოქცეული რეგიონიდან გაყვანილები ალეპოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე და ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ იდლიბში გადავლენ.

სირიის თურქეთთან საზღვარზე მდებარე იდლიბი თურქეთის ქალაქ ჰათაის მოპირდაპირედ მდებარეობს.



მსგავსი ინფორმაციები