თავდასხმა ალეპოსა და იდლიპის რეგიონებზე

რუსეთის და სირიის არმიის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ოპოზიციის კონტროლში არსებული  იდლიპის და ალეპოს რეგიონები

625556
თავდასხმა ალეპოსა და იდლიპის რეგიონებზე

რუსეთის და სირიის არმიის სამხედრო თვითმფრინავებმა, დაბომბეს ქვეყნის ჩრდილოეთის, ოპოზიციის კონტროლში არსებულ  იდლიპის და ალეპოს რეგიონები. საჰაერო თავდასხმაში დაიღუპა 29 ადამიანი.

 იდლიპის საოლქო უფლებამოსილებიდან მუჰამედ იაჰიას ცნობით, დაიბომბა იდლიპთან დაკავშირებული მაარეთ ნასსანის და მაარეთ მასრინის სამოსახლოები.

გარდა ამისა, რეჟიმის თვითმფრინავებმა დაბომბეს ალეპოს ეთარიპის რაიონის სავაჭრო ცენტრი დაიღუპა 2, დაშავდა 15 ადამიანი.

 15 ნოემბრის აქეთ, ალეპოზე თავდასხმაში დაღუპულთა რაოდენობამ მიაღწია 775-ს.

სამ თვეზე მეტი ხანია, სირიის რეჟიმის ალყაში მოქცეულ ალეპოში, ვერ ხდება ასი ათასობით სამოქალაქოსთვის პირველადი მოხმარების  ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

თავდასხმების გამო, მწყობრიდან გამოვიდა ქალაქის აღმოსავლეთის საავადმყოფოები, ჯანდაცვის ცენტრები და სკოლები.  

განადგურდა საბაზო სადგურების დიდი ნაწილი, რეჟიმის მხრიდან ტელეფონის ხაზების გადაჭრის გამო, ქალაქში კონტაქტი შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული სახით, ინტერნეტის მეშვეობით.



მსგავსი ინფორმაციები