საბერძნეთი 3 ტერორისტის ექსტრადაციას მოახდენს

ამის შესახებ განჩინება ათენის სააპელაციო სასამართლომ მიიღო

624932
საბერძნეთი 3 ტერორისტის ექსტრადაციას მოახდენს

15 ივლისს თურქეთში გადატრიალების მცდელობაში მონაწილე  ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის წევრი 8 სამხედრო ამ მცდელობის წარუმატებლად დასრულების კვალდაკვალ საბერძნეთში გაიქცა და ამ ქვეყანას შეაფარეს თავი.

ამ ქვეყნის სასამართლომ დღეს მათგან სამის თურქეთისათვის ექსტრადაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ათენის სააპელაციო სასამართლომ გუშინ ამ ორგანიზაციის კიდევ სამი ბრალდებულის სარჩელი განიხილა და მათ ექსტრადაციაზე კი უარი განაცხადა.  

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: „საბერძნეთი ნატოში თურქეთთან ერთად ალიანსის წევრი ქვეყანაა. ჩვენ საბერძნეთისგან  ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის წევრი სამხედროების ექსტრადაციას მოვითხოვთ და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ“.

საბერძნეთში გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული  კიდევ ორი სამხედრო იმყოფება, რომელთა შესახებ ადგილობრივ სააპელაციო სასამართლოს ჯერ განაჩენი არ გამოუტანია

 



მსგავსი ინფორმაციები