ალეპოს დაბომბვა გრძელდება

დაიღუპა 59 ადამიანი

617574
ალეპოს დაბომბვა გრძელდება

სირიიდან მიღებული ცნობებით, ესადის და რუსეთის ბომბდამშენებმა ალეპოს ალყაში მოქცეული უბნები დაბომბეს, რის შედეგადაც მთლიანობაში 59 კაცი დაიღუპა, 137 დაიჭრა, ხოლო ამის პარალელურად ნანგრევებ ქვეშ კიდევ ათობით ადამიანები არიან დარჩენილები და მათ გამოსახსნელად მცდელობებს მაშველებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც იჩენენ.

ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის უწყების პრეს წარმომადგენლის, იბრაჰიმ ებუ ლეისის თქმით რეჟიმის ძალებმა ვაკუუმის ბომბიც ჩამოაგდეს და ამჟამად მათ კონტროლ ქვეშ გადავიდა მესაქინ ჰანანუს უბანში მდებარე რამდენიმე კორპუსი.

მისივე თმით ბოლო 9 დღის განმავლობაში რეჟიმისა და რუსეთის საჰაერო თავდასხმებს და მასიურ შეტევებს მთლიანობაში 361 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 1210 კი დაიჭრა.

“ამჟამად ალეპოში კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი და ერთის მხრივ ფქვილის დეფიციტის გამო და მეორეს მხრივ პურის საცხობების უმრავლესობის დაბომბვის გამო ორ დღეში ერთხელ მხოლოდ განსაზღვრული ოდენობის პურს აცხობენ, რაც მინიმუმამდეც კი არ აკმაყოფილებს მოთხოვნას“, განაცხადა იბრაჰიმ ლეისმა   



მსგავსი ინფორმაციები