მოსულის ოპერაციის დაწყებიდან 23 დღე გავიდა

დევნილი გახდა კიდევ 34 ათასი ადამიანი

605930
მოსულის ოპერაციის დაწყებიდან 23 დღე გავიდა

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციებით, 17 ოქტომბრის აქეთ, ე.ი. რაც ქალაქ მოსულის განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო, მას შემდეგ დევნილი გახდა კიდევ 34 ათასი ადამიანი, ხოლო უახლოეს ხანებში ამ ციფრის კიდევ უფრო გაზრდას ელიან.

ამავე ცნობით ოპერაციის აქეთ მშვიდობიან მოსახლეობაში სიკვდილიანობამაც მოიმატა, რადგან მათ ერთ ნაწილს DEAŞ-ი ცოცხალ ფარად იყენებს, ხოლო ამის პარალელურად ეს ორგანიზაცია მოზარდ ბიჭებს ომში მონაწილეობასაც აძალებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი გავრცელებულ წერილობით განცხადებაში მკაცრად დაგმო ქალაქ თიკრითსა და სამარაში  სამოქალაქო ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების დროს სასწრაფო ავტომანქანების გამოყენება, რასაც 20-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ დაეშმა მორიგი თავდასხმა განახორციელა თიკრიტის მახლობელ ნავთობსარეწზე    



მსგავსი ინფორმაციები