საფევიმ სენსაციური განცხადება გაავრცელა

“DEAŞ-ი აშშ-ს საიდუმლო არმიას წარმოადგენს“

605603
საფევიმ სენსაციური განცხადება გაავრცელა

 

 

როგორც განაცხადა ირანის სულიერი ლიდერის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა რაჰიმ საფევიმ, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ი აშშ-ს საიდუმლო არმიას წარმოადგენს, ამიტომაც არ არის დამაჯერებელი, თითქოს და ამერიკა ვერ აკონტროლებდეს ამ ორგანიზაციას. “ხელთ არსებული ფაქტები და მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ დაეში ამერიკის საიდუმლო არმიას წარმოადგენს და ამავეს ადასტურებს პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის აღიარებაც, რომ როგორც El kaide, DEAŞ-იც მათ მიერ არის შექმნილი“, განაცხადა საფევიმ და დაამატა, რომ ერაყსა და სირიაში წარმოებული კონფლიქტებით ამერიკა ისრაელის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. მისივე თქმით ერაყ-ირანის 1980-1988 წლის ომიც სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა და ირანმა 200 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა ამ ომში, სირიაში 2011 წლის აქეთ დაწყებულ სამოქალაქო ომს 300 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, უფრო მეტი დაიღუპა ერაყის სამოქალაქო ომში, ხოლო ამის პარალელურად სირიაში, ერაყსა და იემენში 9 მილიონამდე ადამიანმა შეიცვლა ადგილი, რის გამოც ხმელთაშუაზღვა ლტოლვილთა სასაფლაოდ გადაიქცა  



მსგავსი ინფორმაციები