რუჰანიმ მოგერინი მიიღო

“ევროკავშირი მზადაა ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის

599844
რუჰანიმ მოგერინი მიიღო

ირანის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ჰასან რუჰანიმ ამ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი მიიღო და ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს.

ამავე ცნობით სირიაში და ერაყში მიმდინარე შეტაკებებზე საუბრისას რუჰანიმ აღნიშნა, რომ თუ ამ ქვეყნებში მოქმედ ტერ ორგანიზაციებს სერიოზულად და ეფექტურად არ შეებრძოლებიან, მაშინ, ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული ჩრდილოეთ აფრიკით დამთავრებული, შეიძლება რამდენიმე ტერორისტული სახელმწიფო შეიქმნას.

მანვე ბრიუსელისგან იმ სახელმწიფოებზე ზეწოლა მოითხოვა, რომლებიც სხვადასხვანაირ დახმარებებს უჩენენ ტერორისტებს. დასავლეთთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებაზე საუბრისას ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ თეირანი ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს და იგივე მოითხოვა დასავლეთისგანაც.

მოგერინის თქმით კი ევროკავშირიც ერთგული დარჩა შეთანხმებისა და ასრულებს რა ვალდებულებებს, ამასთან  ერთად იგი  მზად არის მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს ირანთან.



მსგავსი ინფორმაციები