ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 65-ე დღე

24 აგვისტოს თურქეთის ლიდერობით დაწყებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 65-ე დღეს შეტაკებებში 2 ოპოზიციონერი დაიღუპა, 16 კი დაშავდა

598355
ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 65-ე დღე

სირიის ჩრდილოეთის ტერორისტული ნაწილებისაგან გასაწმენდად 24 აგვისტოს თურქეთის ლიდერობით დაწყებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 65-ე დღეს შეტაკებებში 2 ოპოზიციონერი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

ტერორგანიზაცია DEAŞ-ის ნაწილების მიერ მარეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტუვაისზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო მსუბუქად დაშავდა.

ოპერაციის ფარგლებში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის 94 და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-ს 9 სამიზნე დაიბომბა.

ოპოზიციური ნაწილებისაგან შექმნილი სპეცდანიშნულების ძალების მიერ ხმელეთიდან უზრუნველყოფილი ინტენსიური ცეცხლით აქთარის სამხრეთით მდებარე ჯაბალ ხირბათის უბანზე კონტროლი დაამყარეს. ოპოზიციურმა ნაწილებმა ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 164 დასახლებულ უბანზე დაახლოებით 1305 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს კონტროლი.

ოპერაციის დაწყებიდან დრემდე ტერორგანიზაცია DEAŞ-ისგან გაწმენდილ რეგიონებში 31 ნაღმი და 1356 ხელნაკეთი ბომბი იქნა გაუვნებელყოფილი.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია , #ევფრატის ფარი

მსგავსი ინფორმაციები