თურქი სამხედროები ბაშიკაში დარჩებიან
“მათ ბაღდადის პრინციპების საწინააღმდეგო რაიმე ქმედება არ ჩაუდენიათ“
თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯოშ ერნესტი ყოველდღიურ ტრადიციულ პრეს კონფერენციაზე შეეხო რა თურქი სამხედროების ყოფნას ერაყის ქალაქ ბაშიკას სამხედრო ბაზაში, თქვა, რომ მათ აქამდე ბაღდადის პრინციპების საწინააღმდეგო რაიმე ქმედება არ ჩაუდენიათ.
“ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ DEAŞ-ის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები მხოლოდ მხოლოდ ერაყის სამხედრო ძალებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებით უნდა მოხდეს და დღემდის წარმოებულ ამ ოპერაციების დროს ბაშიკაში მყოფ თურქ სამხედროებს ბაღდადის პრინციპების საწინააღმდეგო რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამთ“, ხაზგასმით განაცხადა ერნესტმა.
დეაშის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ერაყელი ახალგაზრდების სამხედრო მომზადების მიზნით თურქი სამხედრო ინსტრუქტორები ბაშიკაში მიიწვია ერაყის წინა ხელისუფლებამ, მაგრამ, რატომღაც ახლანდელმა ხელისუფლებამ თურქი ინსტრუქტორების გაყვანა მოითხოვა, რამაც ანკარასა და ბაღდადს შორის დაძაბულობა წარმოშვა
მსგავსი ინფორმაციები
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება