DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

594521
DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ამერიკის ცენტრალურ ძალთა სარდლობის განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყში ხელნაკეთი ასაფეთქებლის აფეთქების შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ოპერაციის მეორე ტალღა მოსულის წყალსაცავის, ესგის, ტილიკოფისა და ნევერას რეგიონებში გრძელდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაზილიეს რეგიონში დღეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყება.

ფეშმერგეს საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამმართველოს გენერალური დირექტორის გამცხადებით, ოპერაცია გეგმის მიხედვით სრულდება და მეორე ტალღის დროს მათ მიზანს წამოადგენს 20 დასახლებული ადგილის DEAŞ-სგან გაწმენდა.

მოსულის ტერორგანიზაცაი DEAŞ-სგან გასაწმენდად ერაყის არმიის შენაერთებმა, ფეშმერგეს ძალებმა და ბაშიკას ბანაკში თურქი სამხედროების მიერ გაწვრთნილმა „ნინოვას მოჯაჰიდებმა“ ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #მოსული , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები