დაეშმა ერაყელ ჯარისკაცებს ტერაქტი მოუწყო

დაიღუპა 70 ჯარისკაცი

591801
დაეშმა ერაყელ ჯარისკაცებს ტერაქტი მოუწყო

ერაყის ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მოსულის დაეშელებისაგან განთავისუფლების მიზნით წარმოებულ ოპერაციაში მონაწილე ერაყელ ჯარისკაცებს მოსულის მახლობელ სოფელ ბილავეტში ისლამისტი ტერორისტები ბომბით დატვირთული ავტომანქანით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 70 ჯარისკაცი დაიღუპა.

ამავე ცნობით ხსენებულ დასახლებაში გააფთრებული ბრძოლები ერაყელ ჯარისკაცებსა და დაეშელებს შორის გრძელდება.

როგორც ცნობილია მოსულის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლაში 30 ათასი ერაყელი ჯარისკაცი და 4 ათასი ფეშმერგე მონაწილეობს.

ამ უკანასკნელებმა ტერორისტებს უკვე 12 სოფელი წაართვეს



მსგავსი ინფორმაციები