სირიელი ოპოზიციონერები შეტევაზე გადავიდნენ

მათ უკვე 2 დასახლება წაართვეს რეჟიმის ძალებს

586943
სირიელი ოპოზიციონერები შეტევაზე გადავიდნენ

სირიის ოპოზიციამ დაიწყო ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქ ლაზკიეს მიმდებარე იმ ტერიტორიების განთავისუფლების ოპერაცია, რომლებიც 7 თვის წინ რუსული გამანადგურებლების დახმარებით ხელთ იგდეს რეჟიმის ძალებმა.

ამ მიზნით საღამოს საათებში მათ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს რეგიონში რეჟიმის სამიზნეებს, ისე რომ, აფეთქებების და სროლების ხმა თურქეთის ტერიტორიებზეც ისმოდა.

ოპოზიციის განცხადებით მათ ქალაქ ჰამასთან უკვე 2 სოფელი წაართვეს ესადის ძალებს.

ამ დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედება, ვინაიდან მან ვეტო დაადო სირიაში მორიგი მორატორიუმის გამოცხადებას, ხოლო ამის პარალელურად მან სირიაში შექმნილი მდგომარეობის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე გატანა მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები