აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან სირიის საკითხში

ისინი ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ

585250
აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან სირიის საკითხში

აშშ და რუსეთი ვერ თანხმდებიან სირიის საკითხში რა, ორივე ქვეყანა ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამასთან დაკავშირებით მკაცრად დაგმო რუსეთის დამოკიდებულება.

“მოსკოვმა რუსული გამანადგურებლების მხრიდან ქალაქ ალეპოში მოქმედი საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოებრიობას ახსნა-განმარტება უნდა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ომის დანაშაულის ბრალდება შეიძლება წაეყენოს  და მოკვლევის პირისპირაც შეიძლება აღმოჩნდეს“, განაცხადა კერიმ.

რუსეთმა კი განაცხადა, რომ ალეპოში მორატორიუმის შენარჩუნების მიზნით საფრანგეთის მიერ მომზადებულ პროექტს ვერ მიიღებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხარი დაუჭირა გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სირიაში სტეფან დე მისტურას განცხადებას, რომელშიც იგი ამბობს, რომ ალეპოდან ელ ნუსრას ბოევიკების ევაკუაციის შემთხვევაში იგი მათი თანამგზავრი შეიძლება გახდეს.

ამასობაში სირიის საკითზე სასწრაფოდ შეიკრიბა გაეროს უშიშროების საბჭო და ეს შეკრება დახურულ კარს მიღმა წარიმართა რა, მის შესახებ პრესისათვის რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ



მსგავსი ინფორმაციები