მიგრანტების მდგომარეობა ევროპაში

მიგრანტების მდგომარეობა ევროპაში

585123
მიგრანტების მდგომარეობა ევროპაში

მიგრანტების მდგომარეობა ევროპაში

სირიაში 2011 წელს დაწყებულ შიდა ომს გამოქცეულმა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა თურქეთში ახალი ცხოვრება დაიწყო. ზოგი მუშაობს ზოგიც კი სწავლობს.

თურქეთი მათი სამშობლო გახდა, ამ ადამიანებს იმედი ისევ მისცა. ზოგისთვის თავშესაფარი გახდა, ზოგისთვის ადგილი, სადაც თავისი პროფესიით მუშაობა გააგრძელა, ზოგმა ისწავლა. 5 წელიწადში ამ ადამიანებისათვის 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.  

ეროკავშირმა კი პირობა დადო, რომ სირიელი დევნილებისათვის თურქეთს ორჯერ 3-3 მილიარდ ევროს გადასცემდა.

დღემდე ამ თანხიდან თურქ უფლებამოსილებს მხოლოდ 455 მილიონი დოლარი გადაეცა. შესაძლოა იფიქროთ, რომ ევროკავშირი თავისი წევრ ქვეყნებში ჩასული მიგრანტებზე თანხის დახარჯვის გამო თურქეთისათვის მიცემულ პირობას ვერ ასრულებს.

აქ ყურადღება მივაქციოთ ამ ციფრებს: ევროკავშირსა და თურქეთს შორის აპრილში რეადმისიის შეთანხმება ამოქმედდა. ევროკავშირმა იმ დღიდან დღემდე 798 სირიელი მიგრანტი მიიღო. ამ პერიოდში კი ევროკავშირს დანაპირების მიხედვით 18 ათასი მიგრანტი უნდა მიეღო. ამ სურათის 5 წლიანი შიდა ომის მომცველი ნაწილის შევსებას თქვენ მოგანდობთ.

სათითაოდ მიღებულ ამ მიგრანტებს ევროპის ქვეყნები როგორ უდგებიან. ახლა პრობლემის ამ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება.

გერმანია, მიგრანტებს საზოგადოებაში ადაპტაციის და გერმანულის შესასწავლად მცირე საქმეებს აძლევს. თუმცა ამ საქმისათვის მიგრანტებისათვის გათვალისწინებული თანხა საათში 0,80 ევროა. ფედერალური მთავრობის შრომის მინისტრის აზრით, გერმანიაში დარჩენის მსურველი მიგრანტები „ხანგრძლივი უმუშევარის“ პოზიციაში არ უდნა აღმოჩნდნენ. მოკლედ, ხელფასი და პირობები როგორიც არ უნდა იყოს, უნდა იმუშაონ.

მაგრამ ქვეყანაში ზოგიერთები ამაზე უარესს გამოთქმასაც კი იყენებენ. მაგალითად, რადიკალურად მემარჯვენე გერმანიისათვის ალტერნატიული პარტიის ლიდერი ფრაუკე პეტრი მიგრანტებისა და დევნილებისაგან შემდგარ მრავალკულტურულ საზოგადოებას „ნეხვის გროვას“ უწოდებს. მემარჯვენე ლიდერი ქვეყანაში არალეგალური გზებით შესული მიგრანტების სროლის წინადადებასაც კი აყენებს და ისმის კითხვა, რა ესმით ევროპაში ადამიანობის.

საფრანგეთის ქალაქ კალეში კი დაძაბულობაა ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის. ქალაქის მცხოვრებლები მიგრანტების ბანაკს „ველურ ტყეს“ უწოდებს. მოუვლელობითა და სიბინძურით ცნობილ ბანაკს თითქმის ყოველდღე თავს ესხმიან. ჩრდილოეთის ნაწილი თებერვალში დაანგრიეს, მისი მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს და ამბობენ, რომ დაზამთრებამდე იგი შესაძლოა სრულიად დაანგრიონ. ფრანსუა ოლანდმა ალბათ მოახლოებული არჩევნების გავლენით განაცხადა, რომ ბანაკს არა ნაწილობრივ არამდე მთლინად დაანგრევენ. ამავდროულად ინგლისი კალეს დევნილების გადასვლის შესაჩერებლად ფრანგ უფლებამოსილებთან შეთანხმებით ბანაკის გარშემო კედელს აშენებს.

რაც შეეხება უნგრეთს. ამ ქვეყანას მიგრანტების სახელის გაგონებაც კი არ სურს. იმდენად რომ ქვეყანაში თვის დასაწყისში „2 წელიწადში 1294 მიგრანტის მიღებას“ რეფერენდუმზე მოსახლეობამ თანხმობა არ გამოუცხადა. ისედაც უნგრეთის პრემიერმინსიტრი ვიქტორ ორბანი წლებია ამბობს, რომ მიგრანტებს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და მომავლისათვის საფრთხედ მიიჩნევს. ბუდაპეშტი მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად სერბეთისა და ხორვატიის საზღვარზე კედელსაც კი აშენებს.

ავსტრია კი დევნილებისათვის სხვადასხვა კანონს ამზადებს, რომელიც საათში 1 ევროს საფასურად საზოგადოებრივი სამუშაოს ვალდებულებასაც შეიცვას. ამ კანონის მიხედვით, დევნილებს საზოგადოებრივი ადგილების მოვლისა და თავშესაფრის მოთხოვნის მიგრანტების თანხლების მსგავსი მოვალეობები მიეცემათ. მომავლში მიგრანტების არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებაც ჩადგება დღის წესრიგში. აღნიშნულ სამუშაოზე უარის მთქმელ მიგრანტებს სოციალური დახმარება მოეხსნება.

საბერძნეთის კუნძულზე მყოფი მიგრანტების მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. რადგანაც აქ მყოფი მიგრანტების რაოდენობის გაზრდასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია მწვავდება. მაგალითად, კუნძულ ლესვოსზე 5 ათასი 966 მიგრანტი იმყოფება მაშინ როდესაც მას მხოლოდ 3500 მიგრანტის მიღება შეუძლია. კუნძული კოსზე კი მიგრანტთა ბავშვების ბანაკებს გარეთ ჩვეულებრივ პირობებში განათლების მიღების რეგულაციამ კი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.  

 


საკვანძო სიტყვები: #ემიგრანტი , #დევნილი

მსგავსი ინფორმაციები