თავდასხმა ერაყში
ბაღდადის ბომბიან თავდასხმაში, მოკლულ იქნა 4, დაშავდა 11 ადამიანი
578003
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ბომბიან თავდასხმაში, მოკლულ იქნა 4, დაშავდა 11 ადამიანი. ბაღდადის პოლიციის თანამშრომელის პოლკოვნიკ ჰამიდ ელმუმის განცხადებით,
ბაღდადის აღმოსავლეთით, შიიტების კომპაქტურად დასახლებულ ბაღდად ელ-ჯედიდის რეგიონის ბაზართან, ერთმა კამიკაძემ აიფეთქა ზედ მიმაგრებული ბომბები.
ჯერ-ჯერობით არავის აუღია ინციდენტის პასუხისმგებლობა.
ერაყში, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი რეგიონების კონტროლი ხელში ჩაიგდო ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-მა, ხშირია დედაქალაქში ძალმომრეობა და აფეთქებები.
ერაყელი უფლებამოსილების ცნობით, ინციდენტში ხელი ურევიათ DAEŞ-თან დაკავშირებულ დაჯგუფებებს.