ალეპოში ბრძოლები მწვავდება

მოსახლეობა გამოუვალ მდგომარეობაშია

576923
ალეპოში ბრძოლები მწვავდება

19 ივლისს სირიაში დასრულებული მორატორიუმის შემდეგ ქალაქ ალეპოს დაბომბვები გრძელდება რა, სირიაში ამ დღის შემდეგ დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთა საერთო რაოდენობამ 444 კაცს მიაღწია. ამათგან 85 კაცი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ესადის ძალების და რუსეთის დაბომბვებს შეეწირნენ, ხოლო დაჭრილთა რაოდენობამ კი 200 კაცს გადააჭარბა.

ამ დაბომბვების დროს რუსებმაც და ესადის თვითმფრინავებმაც ვაკუუმის, ფოსფორის  და ბარელის ბომბები გამოიყენეს რა, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა, ადგილობრივი, 2 მილიონამდე კაცი კი წყლისა და კვების პროდუქტების დეფიციტს განიცდის.

ალეპოში შაბათს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 92 კაცი ემსხვერპლა, 273 დაიჭრა.

ამჟამად ესადის ძალებსა და ოპოზიციას შორის ყველაზე გააფთრებული ბრძოლები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს  



მსგავსი ინფორმაციები