კამათი აბასის და ნეთანიაჰუს შორის

ეს კამათი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოხდა

575693
კამათი აბასის და ნეთანიაჰუს შორის

გაეროს გენერალური ასამბლეა მოწმე გახდა პალესტინის სახელმწიფო ლიდერის მაჰმუდ აბასისა და ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს კამათისა.

აბასმა აქ წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ორ სახელმწიფოებრიობის შექმნის გადაწყვეტის პერსპექტივებს ძირს უთხრის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობები, სადაც ახალშენი ებრაელები ტერორისტული ჯგუფებივით მოქმედებენ და თავს ესხმიან პალესტინურ ოჯახებს, რის გამოც ისინი ცდილობენ ამ თემაზე უშიშროების საბჭოს რაიმე რეზოლუცია მიაღებინონ.

მოკლედ, აბასიმ ისრაელი პალესტინელების ეთნიკურ წმენდის პოლიტიკაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ არ მიიღებენ პრობლემების დროებითი მოგვარების შეთანხმებებს. “თუ ისრაელს მართლა უნდა მშვიდობა, მაშინ, მან უარი უნდა თქვას კოლონიურ დამპყრობლურ პოლიტიკაზე", აღნიშნა აბასიმ.

მის საპასუხოდ ნეთანიაჰუმ აბბასის განცხადებას, რომ სინამდვილეში ისრაელს არ უნდა მშვიდობა და მას ცალკე სახელმწიფოებრიობა სურს, თქვა, რომ აბასის სიტყვის წარმოსათქმელად იწვევს ისრაელის პარლამენტში, ხოლო თვით კი სურს გამოვიდეს პალესტინის პარლამენტში.  

ებრაული დასახლებების მიმართ ბრალდებების განეიტრალების მიზნით კი ნეთანიაჰუმ თქვა, რომ პალესტინელებსა და მათ შორის მთავარი პრობლემა ებრაელური დასახლებები არ არის   



მსგავსი ინფორმაციები