იერიში ჰუმანიტარულ კოლონის ავტოპარკზე

დაიღუპა 12 კაცი

573724
იერიში ჰუმანიტარულ კოლონის ავტოპარკზე

სირიიდან მიღებული ცნობით რუსეთის გამანადგურებლებმა იერიში განახორციელეს ჰუმანიტარული დახმარების კოლონის ავტოპარკზე, რის შედეგადაც 12 კაცი დაიღუპა, ხოლო 31 ტრაილერიდან 18 კი დიდად დაზარალდა.

დაღუპულებს შორის სირიის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლებიც არიან.

ეს თავდასხმა მკაცრად დაგმო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ და შეშფოთება გამოთქვა რა მომხდარის გამო, აღნიშნა, რომ ახლიდან გადახედავენ რუსეთთან მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხს.

ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვა მკაცრად გააკრიტიკა ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და საგანგებო საქმეთა კოორდინატორმა სტეფან ობრიენმა და ამ საქმის ობიექტური გამოკვლევა მოითხოვა



მსგავსი ინფორმაციები