ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა

თურქული სკოლა 4 სართულიანია

573172
ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა

ბათუმში მცხოვრები თურქი მოქალაქეების ბავშვებისათვის თურქული საჯარო სკოლა გაიხსნა.

სკოლის დირექტორის, მეჰმედ კაბაქჩის განცხადებით ეს 4 სართულიანი სკოლა განთავსებულია 5200 კვ მეტრზე და მას გააჩნია 24 საკლასო ოთახი, 3 ლაბორატორია, სამხატვრო და მუსიკის კლასები, სპორტული დარბაზი და მრავალ ფუნქციური სალონი.

სკოლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ბათუმის მთავარმა კონსულმა იასინ თემიზქანმა ყურადღება გაამახვილა 15 ივლისის პუტჩის მცდელობაზე და მისი მხრიდან გამოწვეულ ნეგატიურ მოვლენებზე რა, აღნიშნა, რომ ბავშვების ტვინის გამორეცხვით ფეტოს ტერ ორგანიზაცია მათ სამშობლოს წინააღმდეგ ამხედრებდნენ, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ სკოლებს.

“მშობლების მიმართ ერთი თხოვნა მაქვს, მიხედეთ თქვენს ბავშვებს, ნუ დაუშვებთ მათი ნების  ბოროტი ადამიანების ხელში ჩაგდებას. ჩვენი პრინციპები კი ნათელია, ჩვენ მივუყვებით თურქი ხალხის მთავარი მასწავლებლის, ათათურქის პრინციპებს და მის ეროვნულ ფასეულობებს, სხვა არავის აზროვნება არ გვჭირდება. ჩვენ ჩვენი თანამდებობები და დროშები უნდა გადავცეთ ჩვენს ბავშვებს, რათა მათ უფრო წინ წაიყვანონ ჩვენი სამშობლო“, განაცხადა თემიზქანმა.

მისივე თქმით თურქეთი მსოფლიოს წამყვან ქვეყანას წარმოადგენს და სომალიდან დაწყებული ავღანეთით დამთავრებული, ყველანაირ დახმარებებს უწევს გაჭირვებულ ქვეყნებს და ხალხებს რა, აქედან გამომდინარე ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება



მსგავსი ინფორმაციები