ბაქოს განთავისუფლების 98-ე წლისთავია

1918 წლის 15 სექტემბერს, ნური ფაშას სარდლობით, კავკასიის ისლამის არმიამ ბაქო გაანთავისუფლა ოკუპანტებისგან

571260
ბაქოს განთავისუფლების 98-ე წლისთავია

აზერბაიჯანი, დედაქალაქ ბაქოს განთავისუფლების 98-ე წლისთავს აღნიშნავს. 1918 წლის 15 სექტემბერს, ნური ფაშას სარდლობით, კავკასიის ისლამის არმიამ ბაქო გაანთავისუფლა ოკუპანტებისგან. დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა ეს მნიშვნელოვანი დღე.  1918 წელს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იმყოფებოდა სომეხი, რუსი და ინგლისელი ოკუპანტების ხელში.  ოსმანეთის სახელმწიფომ, პირველი მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა ფრონტებზე ბრძოლის მიუხედავად, უყოყმანოდ გაუწოდა დახმარების ხელი მოძმე სახელმწიფოს.   მის დასახმარებლად შეიქმნა ნური ფაშას სარდლობით კავკასიის ისლამური არმია. 4 თვიანი ოპერაციის შედეგად მოხდა ბაქოს მტრისგან განთავისუფლება. არმიის 1.130 ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამშობლოს მიწების გამოხსნისთვის ბრძოლაში.  აზერბაიჯანელმა ხალხმა არასდროს არ დაივიწყა გმირი არმია. განთავისუფლების 98-ე წლისთავზე ცერემონიალი გაიმართა ბაქოს თურქ შეჰიდთა მემორიალზე.  თურქეთის საელჩოს მრჩეველის მერალ ბარლასის ჩათვლით ბაქოს თურქული ორგანიზაცია დაწესებულებების წარმომადგენლებმა და აზერბაიჯანელებმა ხსოვნით მოიგონეს განთავისუფლებისთვის დაღუპული თურქი ჯარისკაცები.



მსგავსი ინფორმაციები